|
2022-12-14 14:47:01, 2505 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვსტალის მცველს აშშ-ში ხელის ოპერაცია ჩაუტარდა [ფოტოები]
რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულ აზოვსტალის დამცველს, მიხაილ დიანოვს აშშ-ში ხელის ოპერაცია გაუკეთეს. FC Shakhtar-ის ცნობით, საზღვაო ქვეითს ოპერაცია 13 დეკემბერს სენტ-ლუისში ჩაუტარდა და წარმატებითაც დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ მიხაილის მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს. ასევე აღნიშნულია, რომ დიანოვი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
ცნობისთვის, მიხაილ დიანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის უფროსი სერჟანტია. ბრძოლის დროს მას ჭრილობები ორივე ფეხსა და მარჯვენა მკლავში მიაყენეს. დამცველს ზედა კიდურში 4 სანტიმეტრი ძვალი აკლია. დიანოვი რუსული ტყვეობიდან, 214 ჯარისკაცთან ერთად, 21 სექტემბერს გაათავისუფლეს. მას წამების კვალი ეტყობოდა და 40 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)