|
2022-12-13 23:45:52, 2230 ნახვა
პოლიტიკა
მელია ბრეგაძის განცხადებაზე - სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს
მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა - მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია, - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისივე თქმით,სიმართლე გაიგო მსოფლიომ და ქართული ოცნება ვეღარ შეძლებს სიმართლის დამალვას. მან დასძინა,რომ რატი ბრეგაძე არის უკანონობის დამკანონებელი და მისთვის არ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი,მისი ინტერესის წყარო მხოლოდ ოლიგარქია. "ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება. ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა - სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა - მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია. სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი "სიმულირებს", ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას. მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი - არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება! თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!" - განაცხადა მელიამ
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)