|
2022-12-13 09:31:23, 2871 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ მელიტოპოლთან აფეთქდა ხიდი, რომლითაც რუსეთს სამხედროები გადაჰყავდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლთან ააფეთქეს ხიდი, რომლითაც ოკუპანტებს აღმოსავლეთიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა და სამხედროები გადაჰყავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მელიტიპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს. მისივე თქმით, აღნიშნული ხიდი მელიტოპოლს სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა და ყირიმის ხიდის შემდეგ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. "ხიდი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა სოფელ კონსტანტინოვკასთან, "დაიღალა" მელიტოპოლში. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის "დაღლილობის" შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰყავდათ ოკუპანტებს სამხედროები, ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებით. მაშ ასე, რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!", - წერს ფედეროვი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ხიდმა აფეთქებას გაუძლო, თუმცა დაზიანდა სავალი ნაწილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)