|
2022-12-12 17:13:10, 2464 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო
რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია. "რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მას შემდეგ, რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია. ეს მარტივია: სპეციალური ტრიბუნალი, სასჯელი ომის ავტორებისთვის და უკრაინის მიღება NATO-ში“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც ასიათასობით კაცმა ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, შოიგუს სამინისტრომ მინიმუმ 492 000 მობილიზებული შეაგროვა. ამასთან, როგორც ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) აცხადებენ, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი რუსებს, სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებისთვის ამზადებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)