|
2022-12-12 09:10:10, 2242 ნახვა
ომი უკრაინაში
შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეცხრე პაკეტი შეიმუშავა
შვედეთი უკრაინისთვის დახმარების მეცხრე პაკეტზე მუშაობს, რომელიც სამხედროებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შვედეთისთვის უკრაინა პრიორიტეტულია და მომავალშიც გააგრძელებს სამხედრო მხარდაჭერას. მინისტრის თქმით, შვედეთის მთავრობის მიერ შემუშავებული მეცხრე პაკეტი წინა პაკეტზე 50%-ით მეტია. „ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვხედავთ ესკალაციას რუსეთის მხრიდან... ამ პაკეტში ჩვენ ვუზრუნველყოფთ საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, შვედი პარტნიორები ასევე უზრუნველყოფენ სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს და ზამთრის საბრძოლო მასალებს უკრაინელი სამხედროებისთვის. ჯონსონმა დასძინა, რომ შვედეთი მხარს არა მხოლოდ უკრაინას უჭერს, არამედ ინვესტიციას ახორციელებს „ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, რადგან რუსეთი მუდმივად არღვევს ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით სამოქალაქო ობიექტებზე - საავადმყოფოებზე, უნივერსიტეტებზე, სკოლებზე თავდასხმით. „1 იანვრიდან ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ევროპის საბჭოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება უკრაინის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)