09:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 11:51:46, 1193 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანმა“, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, პირველი საჯარო სიკვდილით დასჯა მოაწყო

ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ,"თალიბებმა" პირველი საჯარო სიკვდილით დასჯა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"თალიბანის" სპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მკვლელობაში მსჯავრდებულ მამაკაცს, ფარაჰის პროვინციაში ერთ-ერთ ხალხმრავალ სპორტულ მოედანზე, მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა.

სიკვდილით დასჯას "თალიბანის" ათობით ლიდერი ესწრებოდა.

"თალიბები" ამბობენ, რომ თაჯმირი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, ჰერათის პროვინციაში ცხოვრობდა და მან, დააახლოებით, 5 წლის წინ, დანით დაჭრა კაცი, სახელად მუსტაფა.

საჯარო სიკვდილის დასჯას გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელმაც მომხდარის გამო, ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში სიკვდილით დასჯის მორატორიუმის დაბრუნებისკენ“, - განაცხადა სპიკერმა, სტეფანი ტრემბლეიმ.

"თალიბანის" უზენაესმა ლიდერმა, ჰაიბათულა ახუნდზადამ გასულ თვეში გამოსცა ბრძანება, რომელიც მოსამართლეებს ავალდებულებს ისეთი სასჯელების დაკისრებას, როგორიცაა საჯარო სიკვდილით დასჯა, საჯარო ამპუტაცია და ჩაქოლვა. რა დანაშაულებისთვის შეიძლება დაეკისროს პირს მსგავსი ტიპის სასჯელი, "თალიბანს" განსაზღვრული არ აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics