|
2015-02-06 15:50:14, 789 ნახვა
საზოგადოება
ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი გაუქმებულია
ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სულ პარკირების 210 ადგილი გაუქმდება. ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად, სხვა რაიონებშიც აიკრძალება. თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესაბამისმა სამსახურებმა ტროტუარებზე პარკირების საკითხი შეისწავლეს, რის შედეგადაც, რამდენიმე ტროტუარზე კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა. „ავტომანქანების პარკირების შემდეგ, ტროტუარზე აღარ რჩება ადგილი ფეხით მოსიარულეთათვის, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გამომდინარე აქედან, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში. ამასთან, ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ააშენებენ ქალაქში მიწისქვესა და მიწისზედა პარკინგებს, რათა ტროტუარებზე ეტაპოვრივად პარკირების შეზღუდვამ მძღოლებს დისკომფორტი არ შეუქმნას. „იმ შემთხვევაში, თუ გაუქმებულ ადგილებზე კვლავ მოხდება არასწორი პარკირება, მოქალაქეები დაჯარიმდებიან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)