22:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 18:33:03, 1097 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი სააკაშვილზე - აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა, როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლე ფატალურად დაასრულა

როგორი დამოკიდებულაბაც არ უნდა გვქონდეს პოლიტიკურად მის მიმართ,ამ ქვეყანაში არ უნდა განმეორდეს ის,რაც ერთხელ უკვე მოხდა,როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლე დაასრულა ფატალურად და დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაში,ასეთი რამის დაშვება პირნციპულად წარმოუდგენელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით,ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდება,იმისთვის,რომ საქართველო კიდევ ერთხელ არ გადაიჩეხოს იმ სირცხვილში,სადაც ერთხელ უკვე იყო,როდესაც პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა გაურკვეველ მდგომარეობაში.

"სიმართლე გითხრათ მე არ მიკვირს ამ შემთხვევაში არც ოჯახის წევრების და არც ადვოკატების ძალისხმევა,რასაც ახორციელებენ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის და ოჯახის წევრის დასაცავად,ეს ბუნებრვია რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან საპატიმროდან.აქ უფრო მნიშვენლობანია საზოგადოებამ იცოდეს სააკაშივლის მდგოამრეობა ჩვენ უნდა ვიცოდეთ დადასტურებულად ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე,ეს არის ყველაზე მნიშვენლოვანი.როგორი დამოკიდებულაბაც არ უნდა გვქონდეს პოლიტიკურად მის მიმართ,ამ ქვეყანაში არ უნდა განმეორდეს ის რაც ერთხელ უკვე მოხდა,როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლე დაასრულა ფატალურად და დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაში ასეთი რამის დაშვება პირნციპულად წარმოუდგენელია, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ იმ სირცხვლიში გადაჩეხვა სადაც ერთხელ უკვე ვიყავით,ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი,მისი პასუხისმგებლობაა რომ საზოგადოებამ იცოდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.", - განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics