10:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 10:31:18, 1055 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა - დაღუპულია სულ მცირე 34 ადამიანი

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. 

ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა 9 მგზავრის, მათ შორის 7 წლის გოგონას გადარჩენა მოახერხეს.

სტიქიის ზონაში, რომელიც დედაქალაქ ბოგოტადან 230 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ტრაგედია უწოდა. 

"სოლიდარობა მსხვერპლთა ოჯახებს", - დაწერა პეტრომ Twitter-ზე.

როგორც Reuters-ი წერს, კოლუმბიაში მთიანი რელიეფისა და ძლიერი წვიმების გამო, მეწყერი ხშირად ხდება.

მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებულ მოვლენებს 216-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 538 000 კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. 2017 წელს, ქალაქ მოკოაში მეწყერის შედეგად 320-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics