|
2022-12-02 11:04:04, 1228 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ამ საქმეზე ყველა ქმედება იქნება გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვებული და გეგმავენ, სასამართლოდან გამოითხოვონ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა პრინციპით მოხდა მოსამართლე არევაძის არჩევა. "საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს, ვიცნობთ ამ მოსამართლეს. რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით 3-15 დღის ვადაში ხდება მასალების გამოთხოვა შუამდგომლობიდან. დღეს მე მექნება განცხადებები, რამდენიმე მასალებს ვითხოვთ, ამიტომ მოგვიწევს მუშაობა და ვნახოთ მსვლელობაში როგორ იქნება. ჩვენმა სასამართლომ, როგორც ჩანს პრინციპით იხელმძღვანელა, კოდექსში წერია,რომ საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ, რომელმაც განაჩენის გამოტანაზე იმსჯელა. ამ საქმეზე ყველა ქმედება იქნება დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვებული. ახლა გამოვითხოვთ კომპიუტერულ ჩანაწერებს, რა პრინციპით მოხდა მისი არჩევა",- განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დოკუმენტებში, რომელიც სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)