|
2022-12-01 16:19:37, 1149 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული გაყიდვების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, მასთან დაკავშირებული პირების მიერ ახლად დაფუძნებულ კომპანიებს გაუფორმა ხელშეკრულებები მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნასყიდობის შესახებ და ხშირ შემთხვევაში საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად აწვდიდა საქონელს, რომელთაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების არ გადახდის გამო უკვე გააჩნდათ დიდი ოდენობით დავალიანება, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 386 193 ლარის მატერიალური ზიანი. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)