|
2022-12-01 12:48:24, 919 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილე, შში ციაო. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)