|
2022-11-30 15:46:49, 941 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრმა EXBS-ის პროგრამის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები. თავის მხრივ, ქერენ ჩეისონმა მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, როგორც სექტორების მშენებლობის, ასევე, ექსპერტული დახმარების გზით. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა EXBS-ის ხელმძღვანელს წლების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)