|
2022-11-29 22:13:09, 1593 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი
მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"-ის დეპუტატი რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას. გოცირიძის თქმით,პრიორიტეტად უნდა დააყენონ ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები. "მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!" - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ,იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს უცხოელი ექიმის ჩამოყვანა,თუმცა მის საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარი თქვა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)