|
2022-11-29 14:27:28, 1198 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა „ნაცმოძრაობას“ - ისეთებს აკეთებთ პარტიაში, წნევიანი გახადეთ გოცირიძე, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში
ისეთებს აკეთებთ პარტიაში, წნევიანი გახადეთ რომან გოცირიძე, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ზარქუამ, სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეზე გაკეთებული განცხადებისთვის "ნაცმოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველიც გააკრიტიკა. „გიორგი ბოტკოველმა ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში და დისერტაცია, დაიცვა გერმანიაში, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც შეფასებულია ევროპელების მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. და ამბობს ვინ, ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან „ხაბე“ და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს მერე და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში. ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ ის კაცი. კარგით, იქით იყოს თქვენი შიდა სამზარეულო, უბრალოდ ბოტკოველი რომ იტყვის კობახიძეზე ამას, ვერ გავატარებდი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა "ქართულ ოცნებასა" და მის თავმჯდომარეს მიმართა და თქვა, რომ მმართველი პარტია საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდება და ქვეყნის პარტნიორებსაც ებრძვის. "ქართული ოცნების" ე.წ. თავმჯდომარის გამოსვლა რას გულისხმობს? ეს გულისხმობს ზიზღს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ამ ქვეყნის მიმართ და მისი განვითარების მიმართ. საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდებით და ებრძვით ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს და მათ მიმართაც ზიზღს გამოხატავთ", - მიმართა გიორგი ბოტკოველმა "ქართული ოცნების" წევრებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)