|
2022-11-29 10:41:28, 1557 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ბათუმში ჩატარდა
„საქართველოს ბანკი“, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი კომპანია, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართა, სადაც ავტოასისტენტის მომსახურების ციფრული პლატფორმის CARU-ს დამფუძნებელმა, ნიკა აბაშიძემ საკუთარი სტარტაპის გზაზე ისაუბრა. მან ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გამოცდილება კონკრეტული თემების შესახებ CARU-ს მაგალითზე გაუზიარა. ესენია: სტარტაპის იდეა, რა გაკვეთილები მიიღო საქართველოში, ბიზნესის წამოწყებისა და ზრდის განმავლობაში და, ასევე როგორ მოახერხა ამერიკულ ბაზარზე შესვლა. ღონისძიებას ინოვატორები, ტექ-საზოგადოების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ. CARU-მ 500Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აქსელერაცია 2020 წელს გაიარა, რამაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის ბიძგი მისცა. დღეს ნიკა აბაშიძე აქტიურად მუშაობს ნიუ იორკში საქმიანობის გაგრძელებაზე და გლობალური კომპანიის შექმნაზე. CARU ავტოასისტენტის მომსახურების ციფრული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის მფლობელების ნაცვლად მანქანის შეკეთებაზე და მის მფლობელთან დაბრუნებაზე ავტოასისტენტი ზრუნავს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)