|
2022-11-28 18:05:17, 1610 ნახვა
სამართალი
კრიტიკული კომენტარების ავტორებთან „იმედის“ ჟურნალისტის ზარებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო
მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და პერსონალური მონაცემების დამუშავება-მოპოვების ფაქტზე შესწავლა დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლიან და შედეგებს საზოგადოებას აცნობებენ. "ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს." - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა,მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა,რათა გაერკვია უსიამოვნო კომენტარების დაწერის მიზეზი. უცნობია,როგორ მოახერხა ჟურნალისტმა პირადი ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის) მოპოვება. მოქალაქის კითხვას თუ საიდან იცოდა მან მისი პირადი ტელეფონის ნომერი,ჟურნალისტმა უპასუხა,რომ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)