02:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 14:38:54, 1376 ნახვა

ეკონომიკა
სანერვიულო არაფერია - „თიბისი“ დაზღვევა

სანერვიულო არაფერია, თუ იმას აპირებ, რაც გულზე გეხატება, თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ან თუნდაც, ერთი სული გაქვს დრო მოვიდეს - ეს „თიბისი“ დაზღვევის ახალი საიმიჯო კამპანიის მოტივია.

კამპანიის მთავარი რგოლი მხატვრულად გაცოცხლებული ქართული იდიომების კოლაჟს წარმოადგენს, რომელშიც თითოეული ნამუშევარი სხვდასხვა ქართველ არტისტსა და სტუდიას ეკუთვნის.

ეს იდიომები დიდ მიზნებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ ცხოვრების მაქსიმალურად შერგების მძაფრ სურვილის აღწერენ. იდიომა ხომ სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა სიტყვებს ვერ ვუძებნით ძლიერ სურვილებსა თუ აღფრთოვანებებს, რომლებიც ჩვენში შემოაღწევს ხოლმე და მოსვენებას არ გვაძლევს, რაღაცის შექმნის, ახალი გამოცდილების მიღებისა და, რაც მთავარია, პროგრესის სურვილს გვიასმაგებს.

თუ ცხოვრებისგან მეტის მიღება გსურს, დიდი გზის გავლა მოგიწევს, რომელზეც უამრავი მოულოდნელი უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეს, თუმცა თუ შენი მიზნისთვის ჩიტი ბრდღვნად ღირს და იცი საით მიდიხარ, მაშინ სანერვიულო არაფერია.

სადაზღვევო კომპანიის უმთავრესი ამოცანაც ხომ სწორედ ეს არის, ცხოვრებაში შეფერხებებისგან დაგაზღვიოს, შეგარგოს ყოველდღიურობა, საჭირო მომენტში გითხრას, რომ „სანერვიულო არაფერია“ და, ამგვარად, გზის გაგრძელების საშუალება და მოტივაცია მოგცეს.









ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics