|
2022-11-28 11:30:07, 1788 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
გასულ კვირაში ფასების სხვადასხვა საზომი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით გაანგარიშებული ინფლაცია დამატებით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ხშირად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის წინმსწრები ინდიკატორია. ამავდროულად, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი შემცირება და მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების საბაზო სცენარი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო 12 თვეში, ან უფრო ადრეც, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნესთან ახლოს ან უფრო დაბალი იქნება. უფრო მეტიც, „თიბისი კაპიტალის“ მოკლევადიანი პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, უკვე მიმდინარე ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, როგორც ჩანს, დეფლაცია დაფიქსირდება. საქსტატის ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლიდან საყურადღებოა, რომ რეალური ექსპორტის შემცირება, სავარაუდოდ, უფრო საბაზო ეფექტითა და ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული და მომდევნო თვეებში გარკვეული აღდგენაა მოსალოდნელი. ამასთან, შიდა მოთხოვნის შეფასების წინასწარი ინდიკატორები, როგორიცაა Google-ის მობილურობა და სექტორული ბრუნვები, კვლავ ძლიერია. საკრედიტო აქტივობის მხრივ, ოქტომბერი კვლავ ზომიერი მაჩვენებლით განისაზღვრა. უფრო მეტიც, წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, დაკრედიტების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 3% შეადგინა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაბალი ნიშნულია. „თიბისი კაპიტალის“ აზრით, ახლო მომავალში ლარში საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი დაწევა და, ასევე, მომავალ წელს, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილების ციკლის დაწყება, საკრედიტო აქტივობას შედარებით გააუმჯობესებს. აშშ დოლარის საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბაზრის მოლოდინებით გრძელვადიანი განაკვეთები, მაგალითად, ამერიკის მთავრობის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების უკუგება, უკვე დღესაც პიკზეა, რაც საქართველოში როგორც ლარის, ასევე ეკონომიკური ზრდისთვის სამომავლოდ პოზიტიური განვითარებაა. გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)