11:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 10:33:53, 1266 ნახვა

მსოფლიო
იტალიის სამხრეთში მეწყერს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ ისკიაზე მეწყერის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ახალშობილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 5 ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

იტალიის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის გადაუდებელი სხდომა გამართა და კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამაშველო ღონისძიებებისა  და საჯარო სერვისების აღდგენისთვის თითქმის 2,1 მილიონი დოლარი გამოიყო.

ოფიციალური პირების განცხადებით, მთის ფერდობის ჩამოშლა გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც მათივე შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი იყო. ამასთან, მეწყერული პროცესების განვითარების საფრთხე ამ დროისთვის ისევ არსებობს.

ისკია, რომლის მოსახლეობა 62 000 ადამიანს შეადგენს, არის ვულკანური კუნძული და ნეაპოლიდან, დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics