2022-11-28 09:50:50, 1727 ნახვა
ომი უკრაინაში
ვიშგოროდზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ ვიშგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 42 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნებიტოვის განცხადებით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია - ყველაზე პატარა კი, 5 წლის გოგონაა.
"დღეს კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. ასე რომ, ამ საშინელი დანაშაულისგან 7 გარდაცვლილი გვყავს. დაშავებულთაგან 6 ბავშვია. ყველაზე პატარა გოგონა კი, 5 წლისაა", - განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა.
მისივე თქმით, ვიშგოროდზე იერიში „X-101“-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა, მაღალსართულიან შენობასთან რუსული რაკეტის დაცემის შედეგად კი, კიდევ 4 შენობა, საბავშვო ბაღი და სკოლა დაზიანდა.
ნებიტოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლოს არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,