04:13 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 10:49:30, 1279 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო - დავაკავეთ პირი, რომელიც თბილისში ბინების თითქოსდა გაყიდვით თანხის თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. 

"თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა.

ბრალდებული დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე.

წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics