02:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 10:46:38, 1463 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, „საქკაბელის" საწარმოზე მზის პანელები დამონტაჟდა

ზესტაფონში, „საქკაბელის" საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, მზის პანელები დამონტაჟდა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 1,1 მილიონი ლარია, რომელიც სრულად „თიბისის“ მიერ დაფინანსდა.
500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგური, კომპანია „ჰელიოს ენერჯიმ" დაამონტაჟა.

პროექტი ნეტო-აღრიცხვის პროგრამაშია ჩართული. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს.

პროექტში გამოყენებულია Tier 1-ის რეიტინგში შემავალი კომპანიის - Hanwha Q Cells-ის მონოკრისტალური ტიპის მზის პანელები. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოში პანელების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პროექტში გამოყენებულია კომპანია Huawei-ს ინვერტერები.

„თიბისისთვის“, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. სწორედ ამიტომ, „თიბისი“ აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რაც განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ათვისებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. ენერგეტიკის სექტორში „თიბისის“ ბაზრის წილი 56%-ია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics