13:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 16:29:28, 1027 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით პირი დაშავდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე  5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, მიწისძვრას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი, დაშავებულია. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ციანჯურში, ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღინისძიებები მიმდინარეობს.

ოფიციალური პირები მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებენ.

როგორც BBC წერს, ტერიტორია, სადაც მიწისძვრა მოხდა, მჭიდროდ არის დასახლებული და მიდრეკილია მეწყერისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics