10:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 10:40:39, 687 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა ევროპის საბჭოს კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩაერთო

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას" გახსნით ღონისძიებაში  მონაწილეობა  მიიღეს.

თანასწორობის კვირეული  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ გახსნა. ღონისძიებას  სახელმწიფოს უწყებების , პარლამენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს   გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ სიტყვით მიმართა და დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. 

 თანასწორობის კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციულად 15-22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს  სტუდენტებთან, მოსახლეობასთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.

საქართველოს პროკურატურისთვის ადამიანის უფლებების დაცვა და თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უწყებაში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებას. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 150 თანამშრომელი, მათ შორის  მენეჯერები, პროკურორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები.

თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

# საქართველოჩვენშია

#თანასწორობისკვირეული2022

#მევირჩევთანასწორობას





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics