03:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 17:33:22, 1233 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ და რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი.

„ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. ეს, ძირითადად, არიან საწარმოები, რომლებიც დებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ჩვენ თუ ავიღებთ რეფორმამდე არსებულ პერიოდს, სანამ გადავიდოდით ავტომატური დაბრუნების სისტემაზე, დღგ-ის წლიური დაბრუნება იყო, საშუალოდ, 150-180 მილიონი ლარის ფარგლებში. ასე რომ, წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics