12:45 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 23:21:25, 1509 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - სააკაშვილი ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია

სააკაშვილი ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია. - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა PalitraNews-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით,მასთან შედის ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს და რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით ან მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ყველა ეს ადამიანი მას ნახულობს.

"შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია და ის ამდენი ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებაშია, კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევენ და უტარდება ყველაფერი. მათ შორის, მასთან შედის ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს და რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით ან მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ყველა ეს ადამიანი მას ნახულობს. ჩემთვის ადამიანურადაც გასაგებია, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ხვდებით, ის რამდენად შლეგი ადამიანია, ერთ ოთახში გამოკეტილი, თუნდაც ეს საავადმყოფოს პალატა იყოს, ძალიან მძიმე ასატანია". - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "მთავარ არხს" აღნიშნული ინფორმაცია "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ კვლევების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
აშშ-მ ირანის პორტისკენ მიმავალი ტანკერი დაარტყა და სპარსეთის ყურის სტრატეგიულ კუნძულზე მდებარე ობიექტებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics