12:01 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 10:48:16, 1111 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო მასალების საწარმო დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი" დაათვალიერა.

 ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „დოქტორ გუდსი" პირველი ქართული საწარმოა, რომელიც საქართველოში ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს აწარმოებს.

სამედიცინო საწარმოს მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

მინისტრის განცხადებით, ვინაიდან სამედიცინო სექტორისთვის სახარჯი მასალების მაღალი ხარისხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს,  2025  წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას იწყებს.

"დოქტორ გუდსს" განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" - აღნიშნული პროგრამის სესხის უზრუნველყოფის კომპონენტით კომპანიამ დამატებით მოიზიდა ფინანსური რესურსი წარმოების გაფართოებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics