|
2022-11-08 18:01:30, 1065 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - თუ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშივლს არ შეეხება, მაშინ ის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება
თუ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშივლს არ შეეხება, მაშინ ის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება.- ამის შესახებ ევროპარლამენტაემა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსგან შემოთავაზებულ კანონში ძალიან ბევრი ხვრელია, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ოლიგარქის სტატუსს თავი აარიდონ. "ჩვენ გვინდა შემოწმება, როგორ ასრულებს „ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციებს. ევროპარლამენტი იყო ყველაზე დიდი პრომოუტერი საქართველოს ევროპული მომავლის. რაც შეეხება დეოლიგაქრიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებას, ჩვენ ძალიან გვაწუხებს საქართველოსგან შემოთავაზებული კანონი. არ არის კარგი ინგლისური თარგმანი ამ დოკუმენტის, თუმცა ეს არის გადმოღებული უკრაინული ვერსიიდან და ეს უკვე გააკრიტიკეს ამის გამო, რომ კანონში არის ძალიან ბევრი ხვრელი და შეიძლება კონკრეტული ადამიანებმა თავი აარიდოს ოლიგაქრის სტატუს. ჩვენ გვინდა დავინახოთ სწორი კანონდებლობა, რომელიც გამოავლენს ნამდვილ ოლიგარქებს და მოახდენს ნამდვილ დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება, რომ ეს კანონი არ შეეხება ივანიშვილს. ჯდება თუ არა ის ოლიგაქრის სტატუსში, ვიცით რომ ის გავლენას ახდებს ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში. თუ ეს არ შეეხება ივანიშვილს, მაშინ რა აზრი აქვს ამ კანონს. ჩვენ გვინდა ეს კანონი შესრულდეს“. - ნათქვამია განცხადებაში. შგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)