18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 13:46:31, 2403 ნახვა

სხვადასხვა
ირანი პირველად ადასტურებს, რუსეთისთვის კამიკაძე დრონების მიწოდების ფაქტს

ირანმა პირველად დაადასტურა, რომ რუსეთს დრონები გადასცა. შესაბამისი განცხადება, Reuters-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ აბდოლაჰიანმა გააკეთა.

აბდოლაჰიანის თქმით, თეირანმა მოსკოვს თვითმფრინავების მხოლოდ „მცირე“ რაოდენობა მიაწოდა. ამასთან, მიწოდება განხორციელდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, აცხადებს მინისტრი.

აბდოლაჰიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი თავს არ თვლის უკრაინაში კონფლიქტის მხარედ და რომ თუ თეირანს წარუდგინეს ომში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების მტკიცებულებები, ქვეყანა "გულგრილი არ დარჩება". მან აღნიშნა, რომ ირანსა და უკრაინას აქვთ შეთანხმებები მსგავსი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის ფედერაციას უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ყოველდღე იუწყებიან ირანული წარმოების დრონების განადგურების შესახებ.

ოქტომბერში არაერთი ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს - შესაბამისი შეთანხმება, Reuters-ის ცნობით, 6 ოქტომბერს დაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics