|
2015-01-06 16:20:03, 2264 ნახვა
საზოგადოება
ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვასაშიშროებაა
ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშორებაა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. გარემოს დაცვის სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. ამასთან, 7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. მოთოვს თბილისშიც. 7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროება იქნება. 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება. 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება თუმცა ტემპერატურა დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით - 15;-10; მაღალმთაში ღამით -23;-18 გრადუსი. თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 იანვარს ღამით კი -6. „რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და სტიქიის ზონაში რჩებიან“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)