14:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 16:06:00, 1133 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

„ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. ჩატარდება ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომლის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდიან.  

„ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება, სადაც ვიზიტორებს განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics