|
2022-11-04 14:46:53, 1166 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. განხილული იქნა საქართველოსა და ისრაელის პარტნიორული ურთიერთობები, გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო საკითხები. ვიცე-პრემიერმა ელჩს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებს. ითქვა, რომ 2022 წელს, მართალია, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ პოტენციალი ორივე მხრიდან დიდია. აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და გაღრმავების და ქართული პროდუქციის ისრაელის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, უკვე ჩატარდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)