|
2022-11-02 17:07:17, 782 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - გვარამიას საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ევროპულ გზას აყენებს
ნიკა გვარამიას საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას.- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითია. "უკიდურესად შეძრწუნებული ვარ ნიკა გვარამიას სასჯელის ძალაში დატოვების გადაწყვეტილებით, რომელიც გაყალბებულ ბრალდებებს ეფუძნება. ეს შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)