04:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 13:53:44, 1547 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კახეთში ბიზნესფორუმს მასპინძლობს

4 ნოემბერს, კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში, „თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის ფორუმს მართავს, რომელზეც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი.  

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეხუთე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, სასტუმროს მენეჯმენტზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე.

„კახეთში ველოდებით ადგილობრივ  მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს,  რათა ვისაუბროთ გამოწვევებზე, გავაცნოთ სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. 

ფორუმის ერთ-ერთი მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics