04:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 12:37:45, 1714 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა ResponsAbility Investments AG-გან 8 მილიონი ევრო მოიზიდა

ბაზისბანკსა და ResponsAbility Innvestment AG-ს შორის 8 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. შემდეგი 3 წლის განმავლობაში, საკრედიტო სახსრები მიმართული იქნება საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.

ბაზისბანკისა და ResponsAbility-ის თანამშრომლობა, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით, 2018 წლიდან გრძელდება. მიმდინარე პროექტი რიგით მეოთხეა და მისი მიზანია, კიდევ მეტი რესურსი მიემართოს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტების მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დასაფინანსებლად.

ბაზისბანკის, ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას  სწორედ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს. ბანკი, ბაზარზე, ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც მას სასურველ და ეფექტურ პარტნიორად აქცევს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ResponsAbility Investments AG-ის შესახებ

პოზიტიურ ეკონომიკურ და სოციალურ ძვრებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს და კონცენტრირებულია კერძო სავალო საშუალებებისა და კერძო კაპიტალდაბანდებების მართვაზე. დაფუძნების დღიდან დღემდე, ფონდმა 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გამოირჩევა ჯანსაღი და ეფექტური საინვესტიციო პორტფელით. 

ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics