|
2022-10-29 16:40:50, 1760 ნახვა
სამართალი
„უბრალოდ, არ მახსოვს, რა მოხდა და როგორ მოხდა“ - დის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სოფელ ტიბაანში დის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, 35 წლის ზურაბ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ალადაშვილის თქმით, „არ ახსოვს, რა და როგორ მოხდა“. "უბრალოდ, არ მახსოვს, რა მოხდა და როგორ მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეგ ვიცი",- განაცხადა ალადაშვილმა. ცნობისთვის, შემთხვევა სიღნაღში 26 ოქტომბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ბრალდებული ძმას ფიზიკურად დაუპირისპირდა. ძმებს შორის კონფლიქტში მათი დაც ჩაერთო, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა, რა დროსაც ქალი ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. დანაშაული 10-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)