|
2022-10-28 18:25:32, 1140 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი - კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ უკრაინას, მოლდოვას, ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ეს ევროპული ოჯახისთვის ახალი იმპულსია
კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ უკრაინას, მოლდოვას, ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა. „დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე, მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)