22:07 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 17:18:17, 1015 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი გახარიაზე - თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია ყურადღება მიიქციოს

თუ არა ასეთი დაყროყინება, მე არ მგონია, რომ ყურადღება მიიქციოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეზე, გიორგი გახარიაზე განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საზოგადოების დიდ ნაწილს გახარიას არსებობა დაავიწყდა.

"დაავიწყდა საზოგადოების დიდ ნაწილს გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი დაყროყინება, მე არ მგონია, რომ ყურადღება მიიქციოს", - უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ დღეს "იმედს" მიმართა და ტელეკომპანიისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში საუბარი შესთავაზა.

"დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ივანიშვილი დასვით ან მთლიანად ის, რაც „ოცნებიდან“ დარჩა", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ.

გუშინ, 27 ოქტომბერს კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას გამოეხმაურა.

გახარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ "კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics