|
2022-10-28 14:46:20, 2484 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებს მენტორის სტატუსი მიენიჭათ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ლიცეუმში სტუმრობა მასწავლებლების დაჯილდოებით დაიწყეს. მათ 6 პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის - „მენტორის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები და ლიცეუმის მიერ სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები „მენტორი მასწავლებელი“ გადასცეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის, პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 6 მასწავლებელი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მოღვაწეობის გამო შეარჩია. ლიცეუმის არსებობის მანძილზე ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი - „მენტორი“ მიენიჭა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების მონაწილეობით კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)