|
2022-10-28 14:28:55, 1033 ნახვა
პოლიტიკა
გახარია „იმედს“ - დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ივანიშვილი დასვით ან მთლიანად ის, რაც „ოცნებიდან“ დარჩა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, რომელშიც მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული "იმედის" გადამღები ჯგუფი ჩანს. გახარია "იმედს" მიმართავს და ტელეკომპანიისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში საუბარს სთავაზობს. "TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც "ქართული ოცნებიდან" დარჩა", - წერს გახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, გიორგი გახარია გუშინ, 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას გამოეხმაურა. გახარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ "კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)