17:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 10:13:04, 917 ნახვა

საზოგადოება
ლეჩხუმში რთველი გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 134 ტონამდე ყურძენი.

წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერის რაიონში 700 ტონამდე ყურძნის მოსავალს მიიღებენ.
ადგილობრივი მოსახლეობისგან ყურძენს, ამ ეტაპზე, ღვინის 12 საწარმო იბარებს. ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმღები პუნქტი 10 ლოკაციაზეა გახსნილი.

2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული.

სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics