|
2022-10-24 13:29:46, 1041 ნახვა
პოლიტიკა
„ვთანხმდებით, რომ ის რაც უკრაინაში ხდება მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს“ - ღარიბაშვილი ალიევს შეხვდა
ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე, ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება და რეგიონის მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის რაც ხდება უკრაინაში მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. "ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას და რეგიონში არსებულ მდგომარეობას და ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ის რაც ხდება უკრაინაში უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებად პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენივე რეგიონის განვითარებისთვის, ჩვენ ასევე შევეხეთ, რეგიონშია არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას და ჩვენ ეს დიდ იმედს გვაძლევს. ასევე, მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველოა ცხადებს სრულ მზადყოფნას,რომ ხელიო შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ერთად დავიწყეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს წინადადება არ ეწინააღმდეგება ან არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა ფორმატს, პირიქით, ეს დაგვეხმარება და ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ მიმოვიხილეთ პროექტები, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)