|
2022-10-24 11:11:57, 1342 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ და „თიბისი ლიზინგმა“ , “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” წევრი კომპანიების ტრადიციული შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში, როგორც ასოციაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს „თიბისიმ“ და „თიბისი ლიზინგმა“. შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების - სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელების პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა მიმართულებებიც განსხვავებული და მრავალფეროვანია. ღონისძიება 2 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, პრეზენტაციები და პანელური დისკუსია ჩატარდა. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები განიხილეს და ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე ჩამოყალიბდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას დაეთმო. „„თიბისი“ ლიზინგის პორტფელის ფაქტობრივად მესამედი ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე მოდის. ჩვენი კომპანია მსხვილი პროექტების კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ფინანსური მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება ვყოფილიყავით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორი და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი ფინანსური პროდუქტების შესახებ”, - ზურაბ გუგუშვილი, „თიბისი“ ლიზინგის კომერციული დირექტორი. ცნობისთვის, 19 წელია, რაც „თიბისი“ ლიზინგი საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მხრივ და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის მშენებლობას, დეველოპმენტს, მომსახურებას, საგზაო მშენებლობას, მედიცინას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, ჰორეკას, მსუბუქ მრეწველობას, განახლებად ენერგიას, საავტომობილოს, ტექნოლოგიას, მედია და ტელეკომუნიკაციას და პოლიგრაფიას.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)