21:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 15:25:37, 1114 ნახვა

მსოფლიო
კულება - რუსეთს ჩვენი არსებობა აღიზიანებს, ის უკრაინაში გენოციდს სჩადის

რუსეთის ქმედებები და განცხადებები ადასტურებს, რომ ის უკრაინაში გენოციდს სჩადის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა ბერლინში "საერთაშორისო უფლება გენოციდის წინააღმდეგ" გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინამ შეიტანა სარჩელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის  წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება.

"რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი, მათ აღიზიანებს", - განაცხადა კულებამ. 

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება გენოციდის დასტურია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics