22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 15:59:03, 1337 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინმა  გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობა მოქმედებდა დონეცკის, ლუგანკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებში და ახლა ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის გაფორმება რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონებში ტერიტორიული თავდაცვის შტაბები შეიქმნება. მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელებს კი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭებათ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics