22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 15:32:33, 1309 ნახვა

მსოფლიო
„რუსეთიდან მიღებული გაზით, თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი“ - ერდოღანმა და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

„ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“,- განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას გააჟღერა.

მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა ჰაბისთვის შესაფერის ტერიტორიად, თრაკიას რეგიონი დაასახელა, საიდანაც რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი შემდეგ ევროპაში გადანაწილდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics