04:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 13:25:51, 931 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა

საუბარი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, დედაქალაქის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ სისტემური პრობლემა გამოვლინდებოდა.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რამე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში, იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში, საუბარი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს  დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა. დღეს კი, ამავე სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics