22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 10:05:02, 1242 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა კრემლის სამხედრო და პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარების თხოვნის ფაქტი არის კრემლის მიერ მისი სამხედრო და პოლიტიკური გაკოტრების აღიარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი, ათწლეულების განმავლობაში,  სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე  მილიარდობით დოლარს ხარჯავდა, ბოლოს კი საკმაოდ მარტივი დრონებისა და რაკეტების მისაღებად თეირანს მიმართა..

"სტრატეგიულად მაინც არ უშველით, მაგრამ ახლა, ტაქტიკურ დონეზე, ტერორისტებს, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ გარკვეული იმედები, გათვლები. ეს ყველაფერი ისე ჩაიშლება, როგორც მათი წინა გათვლები.

ამ ომის 237-ე დღე ადასტურებს, რომ ნებისმიერ საფრთხეზე პასუხის გაცემა შეგვიძლია. უკრაინა თავს დაიცავს. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი გამარჯვებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics