2022-10-17 11:18:13, 1160 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებმა, ოკუპანტების 26 კამიკაძე დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს
სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 კამიკაძე-დრონი, ხოლო აღმოსავლეთში კი - 3 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
სარდლობის ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ასევე ოდესსასა და ნიკოლაევში.
„17 ოქტომბერს, 03.30-დან 06.50 საათამდე, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 დრონი ჩამოაგდეს: 6 - ოდესის ოლქის თავზე და 9 - ნიკოლაივის ოლქის თავზე. ზოგადად, 16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით 26 ერთეული Shahed-136 განადგურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა აღმოსავლეთის მიმართულებით ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განახორციელეს თავდასხმა.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა დღეს კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,